ფასები
ზოგადი სახელმძღვანელო ჰონორარების სტრუქტურის შესახებ
ჩვენი მომსახურების ღირებულება გამოითვლება შესასრულებელი სამუშაოს ლოგისტიკური უზრუნველყოფის და საქმის შინაარსობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით. როგორც წესი კლიენტმა წინასწარ იცის შეთანხმებული მომსახურების ანაზღაურების სრული მოცულობა.
ფიქსირებული ანაზღაურება
საქმის შესწავლის შემდგომ ადვოკატის მიერ წინასწარ განსაზღვრული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად.
საათობრივი ანაზღაურება
საქმეზე დახარჯული დროისა და ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის საქმეში ჩართული წამყვანი ადვოკატის საათობრივი ტარიფის ნამრავლი.
სარიტეინერო შეთანხმება
ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება არანაკლებ 6 თვის ვადით დადებული სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში. ყოველთვიური რიტეინერის ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად.
სასწავლო მოდულები
VLS LEGAL-ის სასწავლო ცენტრის კორპორატიული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
სპეციალური ფასები და Pro Bono
საქართველოს თავდაცვის ძალების წევრები და ვეტერანები, მათ შორის, ქვეყნის გარეთ საქართველოს ინტერესებისთვის მებრძოლი ჯარისკაცები ჩვენს ყველა მომსახურებით სარგებლობენ უფასოდ ან სპეციალური ფასებით საჯარო და სისხლის სამართლებრივ დავებზე. დამატებით, ნებისმიერ ადამიანს, იურიდიულ პირს ან სახელმწიფო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს ჩვენი უფასო მომსახურება ან/და შეღავათიანი ფასები. ამგვარი მომართვა უნდა იყოს დასაბუთებული. დასაბუთება ნათლად უნდა იძლეოდეს პასუხს კითხვაზე — რა ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს ჩვენი მომსახურება.