
ენები
Georgian · English
კონტაქტი
[email protected]ბიოგრაფია
ანდრია ნადირაძე კონსულტაციას უწევს კორპორატიულ, კომერციულ და კაპიტალთან დაკავშირებულ საკითხებში და ფლობს ათ წელზე მეტ გამოცდილებას ინსტიტუციურ მოლაპარაკებებში, სამთავრობო ურთიერთობებში და მასშტაბური საოპერაციო პროექტების განხორციელებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საერთაშორისო განვითარების სექტორებში.
UNICEF-ის საქართველოს ოფისში ანდრიამ იმუშავა სტატისტიკის ოფიცრის პოზიციაზე, სადაც ინიციირება გაუწია და ხელმძღვანელობდა ქვეყანაში პირველ ეროვნულ ბიომონიტორინგის კვლევას — კვლევამ გამოავლინა, რომ ბავშვთა 41%-ს ჰქონდა ტყვიის მომატებული დონე სისხლში, რაც მნიშვნელოვანი ეროვნული რეფორმების კატალიზატორი გახდა. მან ასევე ინიცირება გაუწია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ქიმიური რისკ-ფაქტორების ანალიზის თანამედროვე ლაბორატორიის შექმნას — უზრუნველყო სახელმწიფოს მფლობელობა ინიციატივაზე, მოახდინა დონორული მხარდაჭერის მობილიზება და უხელმძღვანელა მის საოპერაციო მოწყობას, აღჭურვილობის შესყიდვისა და ტექნიკური პერსონალის მომზადების ჩათვლით.
შემდგომში ანდრიამ იმუშავა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობისა და კლიმატის გუნდის ხელმძღვანელად UNICEF-ის ჩინეთის ოფისში, სადაც გააფართოვა ოფისის კლიმატის პორტფოლიო და პარტნიორობები. მან უხელმძღვანელა ინიციატივებს გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის ზედამხედველობის გაძლიერებისა და დაბალემისიანი წყლისა და სანიტარიის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის ტიბეტის პლატოზე მცხოვრები თემებისთვის.
მისი გამოცდილება მთავრობებთან მოლაპარაკებებში, დონორული და საინვესტიციო მხარდაჭერის მობილიზებაში და საოპერაციო ინფრასტრუქტურის ნულიდან შექმნაში საფუძვლად უდევს მის მიმდინარე საქმიანობას — კონსულტაციას კორპორატიულ სტრუქტურირებაზე, კომერციულ გარიგებებზე და კაპიტალის მობილიზებაზე.
ანდრია არის ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (LSE) კურსდამთავრებული.
განათლება და კვალიფიკაცია
საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
მაგისტრის ხარისხი, განვითარების მენეჯმენტი, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა (LSE)
ლესლი კიშის სახელობის საერთაშორისო სტიპენდიატი სტატისტიკაში, მიჩიგანის უნივერსიტეტი
სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი