ვებგვერდი შემუშავების პროცესშია — ზოგიერთი კონტენტი შესაძლოა არასრული იყოს.
პროფილი

Giorgi DAVITURI

ადვოკატი, სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

Giorgi DAVITURI

ენები

Georgian · English

ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი (სპეციალიზაცია: საერთო);

კონტაქტი

[email protected]

ხელმისაწვდომობა

ხელმისაწვდომია სასწრაფო საქმეებისთვის — დაუკავშირდით მთავარ ოფისს

ბიოგრაფია

გიორგი დავითურის პროფესიული გამოცდილება მოიცავს მუშაობას საკონსტიტუციო, საჯარო და სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე სტრატეგიული სამართლებრივი დავების მართვასა და წარმართვას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. მისი საქმიანობა ასევე ფარავს სამართლებრივი, ინსტიტუციური, პოლიტიკური და სტრატკომული რისკების შეფასებასა და მართვას როგორც ორგანიზაციებისთვის ისე მაღალი რისკის მქონე ინდივიდებისთვის.

გიორგის მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება — ბაკალავრის და სამართლის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ათობით კურსი სამართალსა და მომიჯნავე სფეროებში — მათ შორის ეროვნული უსაფრთხოება, ციფრული უსაფრთხოება, OSINT, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, პერსონალური მონაცემები და ფარული ელექტრონული თვალთვალის ინფრასტრუქტურა — ასევე რისკების შეფასების მეთოდოლოგიები და სამართლებრივი დავების საერთაშორისო საჯარო და კერძო ინსტრუმენტები.

კარიერის განმავლობაში გიორგი მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო, კერძო და აკადემიურ სექტორში. ვექტორ ლეგალის გუნდთან შეერთებამდე ეკავა IDFI-ის მთავარი იურისტის, ხოლო მანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი სამართლებრივი მრჩეველის პოზიცია.

განათლება და კვალიფიკაცია

სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);

სამართლის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);