
ენები
Georgian · English · Russian
ადვოკატთა ასოციაცია
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი (სპეციალიზაცია: საერთო);
კონტაქტი
[email protected]ბიოგრაფია
ლევანი მარეხიშვილი კონსულტაციას უწევს სისხლის სამართლის საკითხებში და ფლობს თერთმეტ წელზე მეტ გამოცდილებას პროკურორისა და გამომძიებლის პოზიციებზე საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავ საზედამხედველო ინსტიტუციებში. კარიერის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში, ყოველი მხარისადმი ინდივიდუალური მიდგომითა და შესაბამის სტრატეგიაზე დაფუძნებული, შედეგზე ორიენტირებული მუშაობით.
ლევანის კარიერა მოიცავს მუშაობას საქართველოს პროკურატურაში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
ლევანს მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება — მაიორი. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მონაწილეობა მიუღია არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სასწავლო პროგრამასა და კონფერენციაში, ჩატარებულს სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით. ის სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
განათლება და კვალიფიკაცია
სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
სამართლის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);